|
2019-09-04 17:32:47, 1278 ნახვა
საზოგადოება
საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის, კახა კალაძე სპეციალური მედლით დაჯილდოვდა
თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. დედაქალაქის მერს ჯილდო აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა გადასცა. საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის, დურსუნ ჰასანოვის განცხადებით, კახა კალაძეს მედალი და საპატიო ორდენი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე თბილისსა და ბაქოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გამო გადაეცა. „აზერბაიჯანის სახელმწიფო, აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ყოველთვის აფასებდნენ ბატონი კახა კალაძის მიღწევებს. იგი, მერის რანგში, დღესაც აგრძელებს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობასა და თანამშრომლობას. აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ბატონი მერი დაჯილდოვებულია „აზერბაიჯანის დიპლომატიური ორდენით,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში. თბილისის მერმა კახა კალაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ხელისუფლებას საპატიო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ეს ჯილდო, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიურ ურთიერთობებში ჩემ მიერ შეტანილი წვლილისთვის გადმომეცა. მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასეთი ჯილდოსთვის. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, რომელშიც გათვალისწინებული იყო საქართველო-აზერბაიჯანის ინტერესები. მიხარია, რომ ეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ხდება. აზერბაიჯანი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ამ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეხვედრას “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” ხელმძღვანელი მახირ მამედოვი დაესწრო.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)