12:09 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 12:46:56, 689 ნახვა

საზოგადოება
საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაზე განაცხადების მიღების ვადა 14 სექტემბრამდეა

კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე საპატიო თბილისელის წოდების მინიჭების თემასაც  შეეხო და კიდევ ერთხელ შეახსენა  საზოგადოებას, რომ განაცხადების მიღების ვადა 14 სექტემბრამდეა.

„ძალიან მალე თბილისობა იქნება. თბილისობის დღესასწაული, ტრადიციულად, 7 ოქტომბერს გაიმართება. თქვენ იცით, რომ ყოველ თბილისობას თბილისი მერია წარადგენს საპატიო თბილისელებს. წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი.

მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაზე განაცხადები 14 სექტემბრამდე წარმოადგინონ.  იქამდე თქვენ შეგიძლიათ, წარმოადგინოთ ესა თუ ის დამსახურებული ადამიანი იმისთვის, რომ  შემდეგ ჩვენ  კიდევ ერთხელ, ტრადიციულად დავასახელოთ ის რჩეული ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თბილისის  განვითარებაში. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ თქვენი წინადადებები, შემდეგ კი შესაბამისი კომისია ამ განაცხადებს განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics