|
2019-09-03 15:59:07, 1479 ნახვა
საზოგადოება
„შეგვაფურთხეს იმ თვალში, რომელიც არ გამოგვთხარეს“ - #სირცხვილია აქციების ფორმატს უბრუნდება [ვიდეო]
სირცხვილია აქციების ფორმატზე გადადის, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, დღევანდელი აქცია 19:00 საათზე დაიწყება. დიღმელაშვილმა, საზოგადოებას მოუწოდა, რომ გიორგი გახარიას პრემიერის კანდიდატურაზე წარდგენა გააპროტესტონ. "დღეს გავიგეთ, რომ გიორგი გახარია არის წარდგენილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიჯერა თავისივე ტროლებისა და ბოტების მიერ შექმნილი ვითარება და ჰგონია, რომ გახარიას დაწინაურებას რამენაირი ლეგიტიმაცია აქვს საზოგადოებაში. ეს არის მოქალაქეებისთვის გაწნილი სილა, მათთვის ნასროლი გამოწვევა, ეს არის ძალოვნებზე ძალაუფლების დაყრდნობა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიყავით საზაფხულო რეჟიმზე, მედიის ფორმატით ვესაუბრებოდით საზოგადოებას, ახლა უკვე დროა გამოვიდეთ. დღეს 19:00 საათზე, თითოეული ადამიანი, ვინც უყურებთ ამას გამოდით და ხმა გავაგინოთ ამ ხელისუფლებას, რომ ეს არ გაუვათ, ამას ვერ გვაჭმევენ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, რაც ხელთ გვაქვს. ახლა მოთხოვნა არის ასეთი - გიორგი გახარია არ უნდა დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად", - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)