23:38 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 17:42:58, 1037 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი: ხაზარაძე და ჯაფარიძე ცდილობენ, მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა პოლიტიკას დაუკავშირონ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაახლოებით ერთი წელია ცდილობენ, მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა თითქოს და პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირონ და  პასუხისმგებლობა სხვა მიმართულებით გადაიტანონ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას პერმანენტულად მიეწოდება ინფორმაცია იმ საქმის ირგვლივ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, სადაც ბატონი ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალდებულნი არიან მძიმე ფინანსური დანაშაულის ფარგლებში.

,,ჩვენთვის ცნობილია, რომ საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ  ინიციატივა პროცესში ჩართული ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტები . ეს ხელს შეუწყობს პროცესს, რომ  კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე. რაც შეეხება შესაძლო შეხვედრებს, მე კონკრეტულ შეხვედრასთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლების ნაცვლად ვერ გეტყვით, თუმცა თუკი საკითხი ისმის, რომ რატომ შეიძლება იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესებულნი - პასუხი მარტივია, ვინაიდან ეს ადამიანები დაახლოებით ერთი წელია ცდილობენ, რომ მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა დაუკავშირონ მათ თითქოს და პოლიტიკურ აქტივობას და მათი პასუხისმგებლობა გადაიტანოს სხვა მიმართულებით“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, იმისათვის,  რომ არ გაჩნდეს და არ დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა,  პროცესი იყოს გამჭვირვალე და  პოლიტიკურ მანიპულაციას წერტილი დაესვას, ლოგიკურია, დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება, რასაც პროკურატურა ეტაპობრივად  ახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics