|
2019-09-02 16:59:47, 1552 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
დღეს, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. რეგიონს ფრინველებზე დამკვირვებლები და ეკოტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრნენ. ისინი აჭარაში გადამფრენი მტაცებელი ფრინველების მიგრაციას დააკვირდებიან. დღესვე, დაინტერესებული პირებისთვის მოეწყო შემეცნებითი ტური სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე, სადაც მონაწილეებს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების პოტენციალი და დარგის მნიშვნელობა გააცნეს. ფესტივალის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში შემეცნებით-გასართობი ტურები, ასევე დაგეგმილია ჩაისუბნის სადამკვირვებლო პლატფორმასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად დღეს სასტუმრო ოაზისში, გასული წლის შემამაჯამებელი პრეზენტაციით და 2019 წლის ფესტივალის პროგრამის ანონსით გაიხსნება. პრეზენტაციები და სემინარები 6 სექტემბრამდე გაგრძელდება, სადაც მოწვეული უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. მათ შორის იქნებიან ფესტივალის სპეციალური სტუმრები დიდი ბრიტანეთიდან - ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის დამფუძნებელი დიდ ბრიტანეთში ტიმ ეპლტონი, შუა აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ასოციაციის პრეზიდენტი რობ შელდონი და ბლოგერი, ექსპერტი მაიკ ჰენდერსონი. პრეზენტაციებზე დასწრება, ისევე როგორც გასვლით ტურებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში (577 909093/91) ან ელექტრონული რეგისტრაციით რეგისტრაციის ბმული შეუძლია. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება. ის რეგიონში 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)