|
2019-09-02 15:29:26, 1024 ნახვა
საზოგადოება
იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, 10-11 სექტემბერს უფასო კონსულტაციები გაიმართება. პაციენტებს ქართველ ექიმებთან ერთად უფასოდ მიიღებენ ვერონას საუნივერსიტეტო კლინიკის (Azienda Ospedaliera Universitaria Integrata Verona) ექიმები - ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, სიმონე ჩეზარო MD, PhD და ამავე კლინიკის მოზრდილთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის პროფესორი, კრისტინა ტეკიო MD, PhD. უფასო კონსულტაცია ჩაუტარდებათ შემდეგი ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს:
უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად, პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ ნიუ ჰოსპიტალსის ქოლ-ცენტრს, ნომერი 2 190 190. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც სექტემბერში გაიხსნება, უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით და დაკომპლექტებულია საუკეთესო ჰემატოლოგებით. ცენტრს, საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჰემატოლოგი - თამარ კვაჭაძე უხელმძღვანელებს. ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლებას გულისხმობს. ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში, მკურნალობა შესაძლოა ჩაუტარდეთ ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს, კერძოდ ვისაც აწუხებთ ანემიები, თრომბოციტოპენიური პურპურა, კოაგულოპათიები, თალასემიები, მედიკამენტოზური პანციტოპენია, მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები, ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები; ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)