|
2019-09-02 13:30:25, 1268 ნახვა
პოლიტიკა
აბესაძე: ივანიშვილს სჭირდება პრემიერი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს მის გავლენებს უფრო განუმტკიცებს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის გადადგომას ეხმაურება. როგორც აბესაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრემიერის თანამდებობა შესაძლოა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავოს, ივანიშვილის მავნებლური ნაბიჯი იქნება. „ივანიშვილი არაერთხელ დაპირისპირებია ქართულ საზოგადოებას და მათი ინტერესებისა და მოთხოვნების საწინააღდეგოდ არაერთი მავნებლური ნაბიჯი გადაუდგამს. ივანიშვილის მოტივაცია ამ შემთხვევაში შესაძლოა სხვადასხვანაირად აიხსნას. ერთი არის, რომ ამ ადამიანს უბრალოდ საერთოდ არ ესმის და რეალურად ვერც ვერასდროს ვერ ხვდებოდა იმ პრობლემებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, სწორედ ამიტომ იყო მისი გადაწყვეტილებები ბევრ შემთხვევაში არაადეკვატური და ამ შემთხვევაშიც მას არ აქვს წარმოდგენა რამხელა დანაშაული აქვს გახარიას ჩადენილი საზოგადოების წინაშე და მეორე, ის რომ მისი მთელი ძალაუფლება მთლიანად დგას ძალოვნებზე და დაკომპლექტებულია მთლიანად მისი ერთგულების მქონე ადამიანებით. ივანიშვილს სჭირდება პრემიერი, რომელიც კიდევ უფრო მეტად მორჩილი იქნება და კიდევ უფრო მეტად განუმტკიცებს მის გავლენებს ძალოვან სტრუქტურებს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)