22:37 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 12:53:48, 1134 ნახვა

პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - „სირცხვილიას“ აქტივისტები კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მაისურებითა და წარწერით: „სირცხვილია“ მივიდნენ.

სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძემ 20 ივნისის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  დაუსვეს შეკითხვა, რასაც კამათი მოჰყვა.

„72 დღეა საქართველოში არის სირცხვილი. 72 დღეა დუმხართ და კითხვებს არ სცემთ პასუხს. ქალბატონო სოფო, 72 დღეა თქვენ ხართ სირაქლემას პოზიციაში და ემალებით პრობლემას! გაფრთხილებთ, გეუბნებით წინასწარ და შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ანონსი, დღეიდან ყოველდღიურად იგრძნობთ, რომ თქვენი საქციელი, ის რაც მოხდა 20 ივნისს და რაც ხდება მას შემდეგ, არის სირცხვილი“, - მიმართა კამპანია “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ კილაძეს.

საპასუხოდ, კილაძემ სამოქალაქო აქტივისტს განუცხადა რომ ის  წარმოადგენს ოპოზიციას და არის ელენე ხოშტარიას თანაშემწე.

„ძალიან კარგია, რომ ელენე ხოშტრიას თანაშემწეს ძლევა პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კილაძემ.

დისკუსიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილიც ჩაერთო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics