|
2019-08-29 15:41:15, 1243 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება - გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის პირველ მდივანს კარსტენ შნაიდერს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას, რაც დადებით იმპულსს სძენს ორმხრივ ურთიერთობებს. დავით ზალკალიანმა ბუნდესტაგის წევრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გერმანიის როლზე, ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში. მინისტრმა გერმანულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით. ბუნდესტაგის წევრმა დააფიქსირა გერმანული მხარის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგზე, ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა ქვეყნის თვალშისაცემ პროგრესს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)