02:31 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-28 11:52:25, 1777 ნახვა

საზოგადოება
გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

პეკინის ქუჩაზე გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მცირეწლოვანი ჟვანიას სახელობის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას და მას გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის პალატაშია გადაყვანილი. 

"აღენიშნებოდა საკმაოდ ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის მიდამოში. დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ჭრილობები გაიკერა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის", - განაცხადა ყბა-სახის ქირურგმა ნათია ვასაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ საღამოს, პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics