|
2019-08-27 16:28:51, 1320 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ზაქარაიას III შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, ზაქარაიას III შესახვევში გზა კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და 1 209 კვ.მ ფართობზე ბეტონის საფარი დაიგო. ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეცვალა. რეაბილიტირებული შესახვევი ნაძალდევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „ზაქარაიას III შესახვევში, რაიონის მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობა იყო. ძველი, დაზიანებული ქვაფენილის საფარზე მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შესახვევის ქანობის და სივიწროვის გამო სამუშაოების შესრულება გართულდა, პროექტი წარმატებით დასრულდა და საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოვაწესრიგეთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული გზის კაპიტალური შეკეთებისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 91 000 ლარი გამოყო.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)