12:20 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 16:45:35, 4490 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ცეცხლი სასტუმროებს მიუახლოვდა - ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრის გამო. 1000-მდე ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ცეცხლი სანაპიროს და სასტუმროებს მიუახლოვდა. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრების მაღალი რისკი სამხრეთით მდებარე პელოპონესის რეგიონში და კუნძულ კრეტაზეც არის.

ცნობისთვის, საბერძნეთში უკვე რამდენიმე კვირაა მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. გასულ შაბათ-კვირას 700 მეხანძრე რამდენიმე ხანძრის კერის ლოკალიზებას ცდილობდა. ცეცხლის ჩაქრობა ძლიერმა ქარმა კიდევ უფრო გაართულა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics