|
2019-08-23 18:45:48, 1752 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა. ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. მთავრობის მეთაურებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს. გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკას. აღინიშნა, რომ ბელორუსში ქართული სავაჭრო სახლის გახსნა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობების ინტენსიურობას.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)