17:59 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 16:49:49, 902 ნახვა

რეგიონი
გორში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია - ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენი ჩაერთვება

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე.

მათივე განმარტებით, ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენი ჩაერთვება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენი“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics