|
2019-08-22 13:53:54, 1702 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ავთანდილ წერეთელზე: ტელევიზიის ხელმძღვანელობა არ არის ის საფარველი
„ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელი, პოლიტიკური პარტიის ჩამომყალიბებელი, საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელობა არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო შეკითხვაზე პასუხს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ტვ პირველის“ მფლობელის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელისთვის ბრალის წარდგინებას. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ ვინმე იტყვის, რომ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ საქმე არ უნდა აღძრას, არასწორი იქნება. „ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას სამართლებრივად ნამდვილად ვერ შევაფასებ. ცნობილია საზოგადოებისთვის, რომ ცნობილი 17 მილიონი დოლარი სწორედაც ავთანდილ წერეთელმა ისესხა, სესხს არ მომსახურებია და პირად ანგარიშებზე დაუბრუნა კონკრეტულ ადამიანებს ეს თანხა და კარგა ხანი ამ საკითხთან დაკავშირებით არც ვალის მომსახურებაზე იყო საუბარი და თანხაც ოფშორულ ზონაში აღმოჩნდა. თუ ვინმე მეტყვის, ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის ადამიანი, რომ ასეთი კომბინაციის შემდეგ პროკურატურამ არ უნდა აღძრას საქმე, ვფიქრობ, არასწორი იქნება, არაობიექტური. არ არის ტელევიზიის ფლობა ან თუნდაც პოლიტიკურ პარტიაში, პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა იმის გარანტია, რომ ამ საქმეზე კითხვები არ ისმებოდეს საგამოძიებო სტრუქტურების მიერ. რაც შეეხება, შეფასებას, რომ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენა თავისუფალ მედიაზე ზეწოლის აღიქმება, „ტვ პირველის“ თუ ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელი, პოლიტიკური პარტიის ჩამომყალიბებელი, საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელობა არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო შეკითხვაზე პასუხს, თუ რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)