|
2019-08-21 15:41:00, 1108 ნახვა
საზოგადოება
FAO-მ „მწვანე ბანაკში“ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე საჯარო ლექციები ჩაატარა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) კავკასიის გარემოსდაცვითმა ქსელის (CENN) ბულაჩაურის „მწვანე ბანაკში“, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა (NAITS) და სურსათის უვნებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა. VIII-XII კლასის მოსწავლეებს, რომელებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩნენ, საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ, ცხოველთა-იდენტიფიკაციისა და ვაქცინაციის რეგისტრაციის პროგრამას, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) 2012 წლიდან ნერგავს. ინტერაქტიული ლექციის ფარგლებში, განხილული იქნა ისეთი თემები როგორიცაა: ცხოველთა იდენტიფიკაციისა და ვაქცინაციის საჭიროება, მიკვლევადობა, სურსათის უვნებლობის ჯაჭვი ფერმიდან - ჩანგლამდე, ზოონოზური დაავადებები, ჯილეხი, ბრუცელოზი და ტუბერკულიოზი, მათი აღმოჩნა და პრევენცია. ლექციის მონაწილეები ასევე გაეცნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს გარემო სურსათის უვნებლობაზე. მოსწავლეებს, ასევე, საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროცესს და ენახათ ვეტერინართა საველე სამუშაოები. კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი (CENN) უკვე თითქმის 10 წელია ახორციელებს გარემოსდაცვითი განათლების პროგრამას „მწვანე ბანაკი“, რომლის მიზანია გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ახალგაზრდების განვითარებისათვის. 10 წლის მანძილზე 5000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცა საშუალება გამხდარიყო ამ პროგრამის ნაწილი. ბანაკის მონაწილეები ირჩევიან კონკურსის საფუძველზე. FAO-მ ლექციები, „New World Program-ის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და „საქართველოს WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა” ფარგლებში ჩაატარა.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)