20:57 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 13:27:42, 1480 ნახვა

პოლიტიკა
ხუხაშვილი: „რუსთავი 2“-დან წავიდა „რუსთავი 2“ და ახლა იქმნება რაღაც გაუგებარი ტელევიზია

საბოლოო ჯამში,  „რუსთავი 2“ მაყურებელს დაკარგავს - ასე შეაფასა ექპერტმა გიგა ხუხაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესები, როდესაც   ჟურნალისტების ნაწილი გაუშვეს, ხოლო ნაწილმა პოზიცია საკუთარი ნებით დატოვა. 

ხუხაშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“ ხელისუფლების პროპაგანდისტურ მანქანად გარდაიქმნება.

„რუსთავი 2-დან წავიდა რუსთავი 2 და ახლა იქმნება რაღაც ახალი, გაუგებარი ტელევიზია, რომელიც „ბუქსირზე“ ჩაებმევა იმედს. რად უნდათ ორი, გაუგებარია.  ხელისუფლების მოტივსაც კი ვერ ვხედავ, რად უნდა კიდევ ერთი ამ ტიპის პროპაგანდისტური მანქანა. ადამიანური რესურსი, რომელიც ქმნიდა პროდუქტს, ბაზრის გარკვეულ სეგმენტზე მოთხოვნადი იყო, შესაბამისად, როდესაც ხაჭაპურის მომხმარებელს „პონჩიკებს“ სთავაზობ, ბუნებრივია, ის ტკბილს არ შეჭამს, იმიტომ რომ მას  სხვა რამე სჭირდება. საბოლოო ჯამში, ტელევიზია დაკარგავს მაყურებელს - ეს მოხდება, იმიტომ რომ ტელევიზიის ბრენდირება არ არის ძნელი პროცესი, რადგან პულტით გადართვას უკავშირდება, მეტს არაფერს.

ქიბარ ხალვაშს ახლა გავარვარებული ნაკვერჩხალი უჭირავს, ხელს წვავს მაგრამ ვერც აგდებს, რანაირად უნდა გადააგდოს და ხელი ეწვება და ეწვება“,  - განაცხადა გია ხუხაშვილმა TV პირველთან საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics