20:16 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 00:54:11, 1171 ნახვა

პოლიტიკა
ხალვაში ჟურნალისტების გაშვების შემდეგ წერს, რომ ყველაფერი კარგად იქნება

„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, — ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში არხზე ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებს.

9-საათიანი კურიერის დაწყებისთანავე წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ეთერი და არხი დატოვეს. საინფორმაციო გამოშვება მათი გამოსამშვიდობებელი სიტყვებისთანავე შეწყდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. შესაძლოა მან არხის საინფორმაციო მიმართულებას ძველებურად დირექტორის მოადგილის სტატუსითაც უხელმძღვანელოს.

ამის შესახებ, რუსთავი 2 ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთაველზე გამართულ აქციაზე #სირცხვილია, ისაუბრა. 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორს, პაატა სალიას ჟურნალისტებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, გათავისუფლებულ ნოდარ მელაძის პოზიციაზე, ანუ რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინიშნება თუ არა ნინო შუბლაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics