12:54 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 10:38:17, 1706 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 37 000 ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების  კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინდა, რაზეც  ორ პირს ბრალი წარედგინა.

უწყწბის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით, საბაჟო - გამშვები პუნქტი  „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე  შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა.

„დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics