|
2019-08-18 16:37:58, 1281 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - მთავრობა მოქალაქეების დაცვისთვის არაფერს აკეთებს
საქართველოს მთავრობა მოქალაქეების დაცვისთვის არაფერს აკეთებს და მათ მხარში არ უდგას - „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარიმ საოკუპაციო ხაზთან მედიას განუცხადა. „რუსეთი არის საშიში ადამიანებისთვის, ეს არის ჰუმანიტარული კრიზისი. როდესაც ადგილზე მოვდივართ, გასაგები ხდება, რამდენად დაუცველები არიან ადამიანები. აქ, სადაც რამდენიმე მეტრში არის რუსული ბაზა, მუდმივად უნდა იყოს ბლოკპოსტები, მუდმივად უნდა იცოდნენ, რომ შეეფეთებიან ქართულ პატრულს, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს მათთვის შემაფერხებელი, რომ ისე ვერ ისეირნონ, როგორც მათ მოუნდებათ. ადგილზე ნათლად ჩანს, რომ აბსოლუტურად დაუცველი არის სოფელი. სად არის სახელმწიფო, სად არის პრეზიდენტი, პრემიერი, სად არიან. გუგუტიანთკარში, დიდი პაუზის შემდეგ სათითაოდ ჩალაგდნენ და უკვე როდესაც გავლებული იყო და დასრულებული იყო და რაც მთავარია, იმას კი არ იძახიან, რომ როგორ ვებრძოლოთ ამ ყელაფერს, თავს იწონებენ, როგორ გაჩერდა ახლა პროცესიო, აქ სად არიან ახლა?“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)