|
2019-08-16 15:16:14, 1504 ნახვა
პოლიტიკა
კარლო ნატალე - ევროკავშირი ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით ძალიან შეშფოთებულია
ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით, - ამის შესახებ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალემ განაცხადა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და სხვა დიპლომატებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ საკითხის გადასაწყვეტად. „ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ამ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება თავისუფლად გადაადგილების პრობლემა და ზოგადად, არსებობს რისკი, რომ ამ პროცესებს მკვეთრად უარყოფითი გავლენა ექნება ადგილობრივ მოსახლეობაზე. საქართველოს მთავრობასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ყველა შესაძლო ფორმატში ამ საკითხის გადაწყვეტისთვის“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)