11:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 17:58:19, 1795 ნახვა

პოლიტიკა
ნუკრი ქანთარია: ჭიკაიძემ იჩქარა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება იჩქარა.

როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჭიკაიძემ მორალური გადაწყვეტილება მიიღო.

„საგანგებო მდგომარეობაში უნდა გადავიდნენ სამართალდამცავები, რათა ეს საქმე გამოიძიონ. იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება პირველ რიგში ჩვენს ხელისუფლებაზეა დარტყმა. ზოგადად, დაგეგმილი მკვლელობების დარტყმა ძალიან რთულია, მაგრამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ხელისუფლებამ, რომ საქმე გახსნას. ჭიკაიძემ მორალური გადაწყვეტილება მიიღო, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჭიკაიძე იყო ის პიროვნება, რომელიც მკვლელებს მფარველობდა. ჭიკაიძემ შეიძლება იჩქარა კიდეც. მე არ ვარ საქმის კურსში, ალბათ თვითონ ახსნის ყველაფერს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა.
როგორც ჭიკაიძემ განმარტა, გადადგომის მიზეზი ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს.
"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა",- ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics