08:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 09:54:37, 691 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: აბრეშუმის გზა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ჩინეთი მეზობლებთან ერთად იმუშავებს

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჩინეთში ვიზიტზე ისაუბრა.

როგორც მინისტრამ აღნიშნა, 28-29 ივნისს, პეკინში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელ დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელსაც 500 მილიარდი დოლარის კაპიტალი ექნება.

„ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელ დოკუმენტს ხელი 57-მა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის არის ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. ეს არის ახალი ბანკი, რომელიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელებას და მას საკმაოდ სერიოზული კაპიტალი ექნება. ისინი ფიქრობენ, რომ საუბარია დაახლოებით 500 მილიარდ დოლარამდე, მომავალში არ გამორიცხავენ ამ თანხის ზრდას“, - აღნიშნა ხადურმა.

მისივე თქმით, ის ჩინეთის პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრსაც შეხვდა, რომლებსაც აბრეშუმის გზის და ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩინეთის მხარემ დაადასტურა, რომ საქართველო მათთვის ერთ-ერთი პირორიტეტული ქვეყანაა. ისინი მზად არიან ამ ბანკის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით, ხელი შეუწყობ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით ეს ეხება აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას. ამასთან ჩინეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ აბრეშუმის გზა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ჩინეთი მეზობლებთან ერთად იმუშავებს. ჩვენ ჩინეთს შევთავაზეთ მივაწოდოთ ინფორმაცია ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics