|
2019-08-09 11:08:50, 1389 ნახვა
სამართალი
პოლიციამ გათამაშებაში მოგებული ავტომობილიდან წილის გამოძალვისთვის 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში დანაშაულებრივი დაჯგუფების 4 წევრი დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ბ.ს. (მეტსახელად „თეთრონი“), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი დ. კ. (მეტსახელად „ჩინა“), 1991 წელს დაბადებული მ.ე. (მეტსახელად „ბუთა“) და 1983 წელს დაბადებული დ. ჯ. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები ჯგუფურად, დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1994 წელს დაბადებულ მოქალაქეს უკანონოდ სძალავდნენ ონლაინ ტოტალიზატორში მოგებული ავტომანქანის - „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ ღირებულების ერთ მესამედს - 10 000 აშშ დოლარს. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)