|
2019-08-08 15:27:37, 1527 ნახვა
სამართალი
პროკურორი - მას შემდეგ, რაც მტკიცებულებები გავაანალიზეთ, დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ დაგვეკითხა ვახტანგ წერეთელი
„მას შემდეგ, რაც შევაფასეთ მოპოვებული მტკიცებულებები და გავაანალიზეთ, დავდექით ამ აუცილებლობის წინაშე და სწორედ ახლა ვკითხავთ ბატონ ვახტანგ წერეთელს“, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს „ტვ პირველის“ დამფუძნებელი უნდა დაიკითხოს. როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაკითხვა იმ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომელთან დაკავშირებითაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ბრალი წარედგინათ. „დღევანდელ პროცესზე როგორც პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში გაჟღერდა, ვახტანგ წერეთლის დაკითხვა უნდა ჩატარდეს იმ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რომელზეც ბრალდება წარედგინათ ბატონ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. ვინაიდან ვახტანგ წერეთელი წარმოადგენდა იმ პერიოდში „სამგორი m“-ის და „სამგორი თრეიდის“ წილების მფლობელს, აქედან გამომდინარე არსებობს მასთან შეკითხვები. გამოძიება მოგეხსენებათ არის განრძობადი პროცესი. მტკიცებულებების მოპოვება ხდება ეტაპობრივად. ბუნებრივია, ყველა მტკიცებულების ერთდროულად მოპოვება შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ დაკითხულიყო ვახტანგ წერეთელი, სწორედ მაშინ მივმართეთ ჩვენ მას. კონკრეტულად ერთი დამატებითი მტკიცებულების მოპოვების საფუძველზე ამ პირის დაკითხვა არ ხდება. მტკიცებულებების მოპოვება როგორც უკვე გითხარით მიმდინარეობს ეტაპობრივად. მას შემდეგ, რაც შევაფასეთ მოპოვებული მტკიცებულებები და გავაანალიზეთ, ვისი დაკითხვა იქნებოდა საჭირო, დავდექით ამ აუცილებლობის წინაშე და შესაბამისად, სწორედ ახლა ვკითხავთ ბატონ ვახტანგ წერეთელს“, - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)