|
2015-07-08 10:21:34, 2217 ნახვა
კომენტარი
დავით ნარმანია: უეფას სუპერთასისთვის "დინამოს" სტადიონი აბსოლუტურ მზადყოფნაშია
უეფას სუპერთასის მატჩისთვის "დინამოს" სტადიონი აბსოლუტურ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდიანრეობს და ახალი სკამები მონტაჟდება. "30 ათას სკამზე მეტი უკვე არის დამონტაჟებული და ერთი კვირის განმავლობაში მთლიანად მოხდება ამ სკამების დამონტაჟება. აქედან გამომდინარე, ვამთავრებთ საკმაოდ დიდ და მოცულობით სამუშაოებს, რომელიც თბილისის მერიამ აიღო თავის თავზე და ჩავაბარებთ გამზადებულ სტადიონს ფეხბურთის ფედერაციას", - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, თბილისი მზად არის, უეფას სუპერთასს უმასპინძლოს. სუპერთასის ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 12 ივლისს, 09:00 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)