01:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 09:48:45, 574 ნახვა

საზოგადოება
ურავში დარიშხანით დაბინძურების შემცირების პროექტის მეორე ფაზა 15 ივლისიდან დაიწყება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ჰოლანდიის მეწარმეობის სააგენტოს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ურავში, დარიშხანით დაბინძურების შემცირების პროექტის მეორე ფაზის დასაწყებად, სპეციალისტები 15 ივლისამდე ჩამოვლენ.

ამის შესახებ, სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების სამსახურს პარალელურად, ჰოლანდიის სამეფოს საელჩოდან და წამყვანი კონტრაქტორის, “ბიოსოილის” ოფისიდან აცნობეს.

“სახიფათო ნარჩენების საიზოლაცო მასალის შერჩევა, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობდა, წარმატებით განხორციელდა და შეთანხმებული გრაფიკით, სარკოფაგის მშენებლობა 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს”,- აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics