|
2019-07-30 18:25:47, 1255 ნახვა
საზოგადოება
თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, დედაენის ბაღის მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის საკითხზე პროფესიული წრეებთან შეხვედრა გაიმართა
თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, დედაენისა და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, პროფესიულ წრეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის მიწოდება, დენდროლოგიური პროექტთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება. ფონდის წარმომადგენლებმა, სპეციალისტებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები, პროექტირების ნაწილში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საკითხი და თანამშრომლობის ფორმა. ასევე, მხატვრების და ძველი ნივთებით მოვაჭრეების საჭიროებებისა და აღრიცხვის საკითხი. პროექტი მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახლახან რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდის და მიმდებარე არეალის ადაპტაციას სტუმრების და ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებთან. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს: მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციას, ასევე, დედაენისა და 9 მარტის ბაღების განახლებას და ადაპტაციას და მათ შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას; მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველი ნივთებით ვაჭრობის მოწესრიგებას. სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 9 მილიონ 679 520 ათას ლარს შეადგენს. თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ სამუშაოების შემსრულებელი მხარეები, პროექტის ავტორი, საკრებულოს წევრები, არქიტექტორები, „ტფილისის ჰამქარის“ და „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლები, დენდროლოგები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრები.
(NS)
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)