|
2019-07-30 15:11:55, 1376 ნახვა
საზოგადოება
არსებული ინფორმაციით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე სასულიერო პირებსაც აღარ უშვებენ
მორჩილი ზაზა ტატუნაშვილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მსახურობს, აცხადებს, რომ ტერიტორია დაკეტილია არა მარტო მომლოცველებისა და ტურისტებისთვის, არამედ სასულიერო პირებისთვისაც. ამასთან, ის ადასტურებს, რომ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაიზარდა „ქედზე ასვლაც უკვე შეუძლებელია. შეუძლებელია არა მხოლოდ მომლოცველებისა და ტურისტებისთვის, არამედ მონასტრის წევრებისთვისაც. მოთხოვნა ერთადერთია, რომ გამოყენებულ იქნას ის ხელმოწერილი დოკუმენტები და რუკა, რომლის მიხედვითაც საზღვარი უნდა განისაზღვროს. ეს არის 1996 წლის მოლაპარაკების შედეგად დამტკიცებული რუკა, ალიევსა და შევარდნაძეს შორის, სადაც, სამწუხაროდ, მონასტერი აზერბაიჯანის მხარეს მოხვდა, მაგრამ უდაბნოს მონასტერს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. 2005 წლიდან გვეუბნებიან, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ უფრო და უფრო რთულდება სიტუაცია. თავიდან ჩიჩხიტურის მონასტერზე იყო აკრძალული, შემდეგ დაიწყეს უდაბნოს მონასტრის დაკეტვები პერმამენტულად, ახლა მთელი ტერიტორია დაკეტილია. მოლაპარაკებები შეიძლება მიმდინარეობს, მაგრამ ამას კარგი არაფერი შედეგი აქვს ჩვენთვის. მესაზღვრეებს აქვთ ბრძანება, რომ ქედამდეც არ აუშვან არავინ, მათ შორის ჩვენც ;სასულიერო პირები]“, - განუცხადა "რუსთავი 2"-ს მორჩილმა ზაზა ტატუნაშვილმა. ცნობისთვის, დავით გარეჯთან დაკავშირებით დღეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა. როგორც მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ აღნიშნა, ამ საკითხზე ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)