|
2019-07-29 14:30:51, 1492 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები პრემიერს მიმართავენ
საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. მიმართვის ავტორები როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გაერთიანებული ჟურნალისტები, ასევე ის მედიასაშუალებებიც არიან, რომლებიც ქარტიის წევრები არ არიან. ავტორები პრემიერ-მინისტრს და ასევე სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების ხელმძღვანელებს მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიის გადახედვისკენ მოუწოდებენ. „მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც აერთიანებს 363 ჟურნალისტს. როგორც ორგანიზაციის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები საუბრობენ რამდენიმე სამთავრობო (განსაკუთრებით ძალოვანი) უწყების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე, როდესაც ბრიფინგის ჩანიშვნისას ისე არიან გასაშუქებლად მიწვეულნი, რომ მათთვის უცნობი რჩება ღონისძიების თემა. უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა იცოდნენ, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, რათა საკუთარი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, სარედაქციო პოლიტიკისა და ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დასწრება და გაშუქება. თემის დასახელების გარეშე მიწვევა განსაკუთრებული პრობლემის წინაშე აყენებს მაუწყებლებს, რომლებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ ბრიფინგი ჩართონ პირდაპირ ეთერში თუ სიუჟეტის ფორმატში გააშუქონ. ეს კი გავლენას ახდენს მთლიანი საინფორმაციო გამოშვების დაგეგმვაზე. გამოწვევის წინაშე დგებიან მცირე მედიასაშუალებებიც, რომლებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გადაანაწილონ მცირე ადამიანური რესურსი და გაგზავნონ თუ არა ჟურნალისტი ამ ამბის გასაშუქებლად. საერთო ჯამში კი, ის ჟურნალისტები, რომლებიც მიდიან ბრიფინგის გასაშუქებლად, არიან მოუმზადებლები და ვერ ახერხებენ ადეკვატური კითხვების დასმას და ინფორმაციას მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში გადასცემენ. ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალება დისკრიმინაციულ მიდგომაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათთვის არათუ თემა, არამედ თავად ღონისძიების გამართვის შესახებ ინფორმაცია უცნობი რჩება. გვსურს შეგახსენოთ, რომ მედია არ არის რომელიმე სამთავრობო უწყების პრესსამსახურის დანამატი და მისი ფუნქცია ბრიფინგისთვის ეთერის დათმობას არ გულისხმობს. ნაცვლად ამისა, მედიის მთავარი როლი საჯარო ინტერესის შემცველი ამბების გაშუქება და საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვების დასმაა. შესაბამისად, თავად მედიამ უნდა გადაწყვიტოს არსებობს თუ არა აუდიტორიის ინტერესი ამა თუ იმ თემის მიმართ, ამის მიხედვით შეარჩიოს გაშუქების ფორმატიც და მოემზადოს შესაბამისი კითხვების დასასმელად, რისი საშუალებაც დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით დღეს მედიას არ ეძლევა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გადახედოთ მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიას, ბრიფინგების, პრესკონფერენციის გამართვამდე გარდა გამოცემებთან პირადი კომუნიკაციისა, გამოაქვეყნოთ ანონსი ვებსაიტის მეშვეობით, რათა მედიას არადისკრიმინაციულად მიაწოდოთ ინფორმაცია მიუხედავად იმისა, მათი სარედაქციო პოლიტიკა მისაღებია თუ არა რომელიმე სახელმწიფო უწყებისათვის. ამასთან მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ჟურნალისტების ინტერესები, მისცეთ მათ კითხვების დასმის და დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალება, რათა შეძლონ საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის კვალიფიციურად მიწოდება“, - ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი ჟურნალისტების მიმართვაში, რომელსაც ასევე უერთდებიან: „ტელეკომპანია „პირველი“; „რუსთავი 2“; საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო; „კავკასია“; „ინტერპრესნიუსი“; რადიო „პალიტრა“; „პალიტრანიუსი“; სტუდია მონიტორი; რადიო ჰერეთი; რადიო თბილისი; რადიო ფორტუნა; რადიო მარნეული; on.ge; „ტაბულა“; „პრაიმტაიმი“; საინფორმაციო ცენტრების ქსელი; livepress.ge; skeqtri.ge; knews.ge; media.ge; sova.news; ქრონიკა +; ipress.ge; Globalpress.ge; FirstNews.ge; newpress.ge; მედიაჯგუფი “აჭარა p.s.”; Kavkazexpressmediacompany.com
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)