|
2019-07-27 17:35:31, 1819 ნახვა
რეგიონი
თურნავა: ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაცია ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის კუთხეს
„სოფელ როშკას ინტერნეტიზაცია არის იმ დიდი პროგრამის ნაწილი, რომელსაც ჩვენი მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს - ეს არის სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ნაწილობრივ, დონორების მიერ ფინანსდება. ძალიან კარგი საქმე გაკეთდა როშკასთვის, აქ შეყვანილია მაღალი ხარისხის ინტერნეტი, რაც ერთი ორად აამაღლებს ტურისტულ მიმზიდველობას და ტურისტულ პოტენციალს", – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ხევსურეთში, სოფელ როშკაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, როშკასთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდებასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას ასევე უტარდება უფასო ტრენინგები, თუ როგორ განათავსონ თავიანთი საოჯახო სასტუმროების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ საიტზე. „რა თქმა უნდა, პროგრამის განხორციელება ასევე აამაღლებს განათლების ხარისხს, რადგან ადგილობრივი სკოლა იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტით უზრუნველყოფილი", - განაცხადა ნათია თურნავამ ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ინტერნეტ საზოგადოებისა (ISOC) და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ჩართულობით დაიწყო. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე - პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავისა და გუდამაყრის ხეობები. სატესტო რეჟიმში უკვე ფუნქციონირებს ინტერნეტის ქსელი, რომლითაც იფარება უკანა ფშავის დასახლებები - თხილიანა, შუაფხო, მუქო, ხოშარა, მათურა, ვაკის სოფელი, ახადი, ჭიჩო, უდილაურთა, ხოლო უახლოეს მომავალში დაიფარება სოფლები - ელიაგზა, ჩათხევი, გოგოლაურთა, ზარისჭალა. ამ ეტაპზე არხოტის ხეობის (არხოტის უღელტეხილი - ზეთუკის მთა) ინტერნეტით დაფარვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შედეგად ინტერნეტით დაფარული იქნება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი (496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი). მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროსა და მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის ძალისხმევით, ამ რეგიონში მცხოვრებთათვის ხელმისაწვდომი გახდება IP ტელეფონით სარგებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბავშვიან ოჯახებს როუტერები, IP ტელეფონები და სახლის მიმღები „Wi-Fi" მოწყობილობები უფასოდ გადაეცემათ.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)