|
2019-07-24 18:19:11, 1385 ნახვა
საზოგადოება
სხივური თერაპია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში
სხივური ონკოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც იყენებს მაიონიზირებელ გამოსხივებას სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად. ქართველი, ესპანელი და ამერიკელი ონკოლოგების მიერ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის მკურნალობა ტარდება. სხივური თერაპია გამოიყენება სხვადასხვა ლოკალიზაციის ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. რა არის რადიოთერაპია? რადიაციული თერაპიის მთავარი დანიშნულება კიბოს უჯრედების ადგილობრივად განადგურებაა. თანამედროვე ონკოლოგიაში სხივური თერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტთა სულ მცირე 50%–ს ესაჭიროება. სხივური თერაპია პაციენტს ენიშნება:
რა უნდა ვიცოდეთ სხივური თერაპიისთვის განკუთვნილ სხივურ ამაჩქარებლებზე? ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სხივური ონკოლოგია ხორციელდება ამერიკული კომპანია Varian-ის ულტრათანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი), 2019 წლის სხივური ამაჩქარებლებით. თანამედროვე ონკოლოგიაში რადიაციულ თერაპიას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.
რომელი სისტემისა და ორგანოების კიბოს მკურნალობენ სხივური თერაპიით კლინიკაში? რადიოთერაპიის დეპარტამენტში ტარდება შემდეგი სისტემისა და ორგანოების რადიოთერაპია დასხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით: 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული, IMRT ინტენსივობა-მოდულირებული, მოცულობა მოდულირებული VMAT (RapidArc), RGRT სუნთქვასთან სინქრონიზებული რადიოთერაპია:
რა უნდა იცოდეს პაციენტმა? მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა სრულდება IGRT (გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას. დაგეგმარება ყოველი პაციენტისთვის სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ულტრათანამედროვე სხივური ამაჩქარებლების მეშვეობით რადიაციული თერაპია ტარდება საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით. ამავდროულად, იდენტური კონფიგურაცია უზრუნველყოფს პაციენტების შეუფერხებელ მკურნალობას, გეგმის ცვლილებისა და დასხივების დროის გახანგრძლივების გარეშე. რით განსხვავდება სხივური ონკოლოგია ქიმიოთერაპიისგან? ქიმიოთერაპიასთან შედარებით რადიაციული თერაპია ხასიათდება ადგილობრივი მოქმედებით, რის გამოც სისტემური გვერდითი მოვლენები არ გვხვდება. სხივური თერაპია იწვევს დნმ–ის განადგურებას. შედეგად ვიღებთ არაგამრავლებად უჯრედებს, რომლის სტრუქტურაც დარღვეული და უფუნქციოა. სხივური თერაპიით სიმსივნური უჯრედი კარგავს აგრესიულობას და პაციენტი დაავადებისგან თავისუფლდება. რით განსხვავდება რადიაციული ონკოლოგია ქირურგიისგან? გარეგანი სხივური თერაპია არაინვაზიურია, შესაბამისად, არ საჭიროებს ანესთეზიას (განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რადიოთერაპიის დახმარებით სამიზნე ორგანოს შენარჩუნება ხდება. რადიაციული თერაპია და საერთაშორისო მხარდაჭერა ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება Tumor Board–ის (სხვადასხვა სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი) ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე. კლინიკის ოფიციალური ექსპერტები მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ კლინიკის ოფიციალური ექსპერტები – ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი–ერნანდესი. დეპარტამენტში დასაქმებულნი არიან თანამშრომლები, რომლებმაც განათლება აშშ–ისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს.
როგორ მიმდინარეობს რადიოთერაპია? რადიაციული თერაპიის დროს საიმობილიზაციო აღჭურვილობის გამოყენებით, პაციენტი იმყოფება წინასწარ განსაზღვრულ პოზიციაში. აპარატი ყოველგვარი კონტაქტის გარეშე ასხივებს სამიზნე მოცულობას, სასურველი კუთხით. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რადიოთერაპიის დეპარტამენტის დაარსების დღიდან კვალიფიციური სამედიცინო კადრებისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, არაერთმა პაციენტმა ისარგებლა მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარებით. რადიოთერაპიის დეპარტამენტს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელებიც სტუმრობენ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის დახმარებით კიბოსთან ბრძოლა გაცილებით მარტივია!
(R)
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)