|
2019-07-21 16:01:17, 2122 ნახვა
სამართალი
მშენებლობისას 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე კომპანიის დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ინდური სამშენებლო კომპანია "ჯე ვი კე ჰოსპიტალიტის"დირექტორის შიშუ პალ ბურდაკს უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. დაცვის მხარე ამბობს, რომ დემონტაჟის სამუშაოები, რომელსაც 16 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეკონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ შუბითიძემ კომპანიის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად დაიწყო. „მან განაცხადა,რომ არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, ეს გამოძიებისთვის ცნობილია, არ არის სადაო რომ ბურდაკი არ იმყოფებოდა, ამით ისარგებლა ბატონმა შუბითიძემ, როდესაც ადამიანების ჯგუფი შეიყვანა სამუშაოდ, კონტრაქტიც კი არ არსებობდა და მას არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა სამუშაოები,“-ამბობს ბაჩუკი ქირია. შეგახსენებთ, რომ დოლაბაურის ქუჩაზე ლიფტის დემონტაჟისას 16 წლის მუშა დაიღუპა.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)