17:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 19:30:58, 2141 ნახვა

სამართალი
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებული სპეცრაზმელი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გირაოს გამოყენების შუამდგომლობით საქმის მოსამართლეს დაცვის მხაარემ მიმართა. გარდა ამისა, თავად სპეცრაზმელმა ბრალი ნაილობრივ აღიარა. 

ბრალდების მხარე სპეცრაზმელისთვის პატიმრობას ითხოვდა. როგორც პოკუორი განმარტავდა, ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

„საქმე გვაქვს იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან. მის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა იმაში, რომ საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას ახლო მანძილიდან დამიზნებით რეზინის ტყვია ფეხში ესროლა ორ ქალბატონს. ეს მოხდა ისეთ ვითარებაში, როცა ამ სახის და ინტენსივობის სპეციალური საშუალების გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა არ არსებობდა. შედეგად ორმა ქალბატონმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება. ბრალდების მხარის პოზიციაა რომ ბრალდებულის სათანადო ქცევას უზრუნველყოფს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება“, - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics