|
2019-07-13 16:28:35, 8936 ნახვა
პოლიტიკა
შენდეროვიჩი საქართველოზე: წავართვით ტერიტორიების 20%, ოკუპანტები ვართ, ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ხმა ჩავიგდოთ
რუსი მწერალი, წამყვანი და ჟურნალისტი ვიქტორ შენდეროვიჩი რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას გამოსვლასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ეხმაურება. შენდეროვიჩის თქმით, რუსეთმა გაბუნიას შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავოს. მანვე დასძინა, რომ ოკუპანტი ქვეყანა, საქართველოსთან მიმართებაში ცოტა უფრო მორიდებული უნდა იყოს. "ჩვენი ქვეყნის შეშფოთება "რუსთავი 2"-ის წამყვანის მიერ გაჟღერებული შეურაცხყოფების მიმართ გაუგებარია, ეს არ არის ჩვენი საქმე, რადგან ოკუპანტები ვართ. ეს ჟურნალისტიკის ძალიან დაბალი დონეა, ეს სირცხვილია რომლის გამოც ქართველები უნდა გაწითლდნენ. ჩვენი როგორც ოკუპანტის საქმე ჩუმად ყოფნაა. ჩვენ წავართვით მათ ტერიტორიების 20%. ჩვენ ოკუპანტები ვართ, ჩვენი საქმეა ბოდიში მოვუხადოთ და ხმა ჩავიგდოთ. რაც შეეხება უცენზურო ლექსიკას, ჩვენ შევარცხვენდით ადამიანს, რომელიც 1942 წელს როსტოვში ჰიტლერს შეაგინებდა?! ჩვენ მას ვეტყვოდით, რომ არ არის ლამაზი, მოდი გინების გარეშე ისაუბრე. გაბუნიას გინებამ მე შეურაცხყოფა არ მომაყენა. მე რომ ქართველი ვყოფილიყავი უხერხულად ვიგრძნობდი თავს, ვიტყოდი - ხალხო, ჩვენ ყველანი არ ვართ უზრდელები. მე რუსეთის მოქალაქე ვარ და ჩვენი ქვეყნის მაგივრად მცხვენია, მიმაჩნია, რომ უფრო მორიდებულები უნდა ვიყოთ", - განაცხადა მწერალმა.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)