|
2019-07-13 13:34:50, 2293 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: ქვეყანა ღვინის, ბორჯომისა და წიწმატის მძევალი ვერ იქნება - ბიზნესმა რისკები თავად უნდა დააზღვიოს
„რუსულ ბაზარზე შეღწევა იაფი და არასაიმედოა, „არატრადიციული“ ბაზრები კი, ძვირი და სტაბილურო“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე facebook-ის საკუთარ წერს. გოცირიძის განმარტებით, ნებისმიერ დროს შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს და ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურებას. მისივე განმარტებით, ბიზნესმა რისკები თავად უნდა დააზღვიოს. „ქვეყანა ვერ იქნება ღვინის, ბორჯომის და წიწმატის მძევალი. ბიზნესმაც უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს და ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურებას. საკუთარი რისკები თავად უნდა დააზღვიოს. ხელისუფლებას მხოლოდ უბარიერო ვაჭრობის რეჟიმის შექმნა, ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესება და მისი რეიტინგის ზრდა შეუძლია, დანარჩენი ბიზნესის გასაკეთებელია. რუსულ ბაზარზე შეღწევა იაფი და არასაიმედოა, არაპოლიტიზირებული, „არატრადიციული“ ბაზრები კი ძვირი და სტაბილური. როცა სარისკო ბაზრისთვის ქმნი პროდუქციას, ამით სხვა პროდუქციის შესაქმნელ რესურსებს იყენებ არარაციონალურად“, - წერს რომან გოცირიძე.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)