14:39 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 13:58:37, 1959 ნახვა

პოლიტიკა
ჯავახაძე: გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პარლამენტიდან, ელჩები, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გუშინ შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ მედიასთან ისაუბრა.

როგორც  მან ისაუბრა 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, დიპლომატებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ინტენსიური კომუნიკაციის შესახებ.

„იმ ღამეს თუ გახსოვთ,გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან.  რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში, პროცესს აკვირდებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში.  გერმანიის ელჩი ფაქტობრივად ბოლომდე იყო პარლამენტში, იმიტომ, რომ როცა დაიძაბა ვითარება და დაიწყო პარლამენტზე შეტევა, მას მერე ელჩი გამოცხადდა პარლამენტში და იქ იმყოფებოდა“,  - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics