|
2019-07-11 20:22:17, 1504 ნახვა
კომენტარი
გახარია: როდესაც პარლამენტს ესხმიან, დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, გადაარჩინო შენი იმიჯი ან კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ის თანამდებობას დატოვებას ეს პასუხისმგებლობისგან გაქცევის ტოლფასი იქნება. როგორც მინისტრმა ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა, პოსტის დატოვება მისთვის ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა. გარდა ამისა, გახარია ტელეკომპანიასთან მიმდინარე აქციასაც გამოეხმაურა, რომელზეც მის გადადგომას ითხოვენ. შს მინისტრის თქმით, აქციის მონაწილეებს აქვთ გულრწფელი პროტესტი, თუმცა მათ არ იციან რას ნიშნავს სახელმწიფო სამსახურში ყოფნა. "ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივი გამოსავალია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა, თუმცა წასვლა ამ მომენტში, და აბსოლუტურად გეუბნებით ამას ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ მისგან გაქცევა. ის რასაც ეს ახალგაზრდები ახლა საუბრობენ, როდესაც გულრწფელად გამოთქვამენ თავის აზრს და შეცოდებაზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გათვითცნობიერებული რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს იყო საქართველოსნაირ ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრი და რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო შტურმით აღებული. კიდევ ერთხელ, მესამედ ესხმიან თავს სისტემურად, ჯგუფურად და ორგანიზებულად. ოკუპაციის საფარქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და ინსტიტუციების ნგრევით, ჩამოშლას ცდილობენ, როდესაც დღესაც ვერ ხსნიან რა იყო მიზანი და რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი და შენ შს მინისტრი ან რომელიმე თანამდებობის პირი დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო - გადაარჩინო შენი იმიჯი ან მიიღო გადაწყვეტილება რომელიც არის სწორი და კანონიერი. მინდა იმ ახალგაზრდებს, ვინც გარეთ დგანან და სწამთ, რომ მართალ საქმეს აკეთებენ, და იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც მათ ზურგს უკან დგანან, კონკრეტული პარტიის კონკრეტულ აქტივისტებს, მინდა ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში ფიზიკური ძალის გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შეჭრით, ძალაუფლების შეცვლა ან სხვა სახის პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება შეუძლებელია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)