|
2019-07-09 13:05:33, 1160 ნახვა
პოლიტიკა
კილაძე ხაზარაძეზე: არ მგონია, რომ დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს
„ქართული ოცნების“ წევრის, სოფიო კილაძის განცხადებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს პოლიტაკაში დიდი მხარდაჭერა არ ექნება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, სავარაუდოდ პოლიტიკური პარტიის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია. „რა შანსები აქვს ბატონ ხაზარაძეს პოლიტიკურად, ეს ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია, თუმცა ჩემი შეფასებით, არ მგონია, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს მასყველას აქვს უფლება, დააფუძნოს მოძრაობა და იმუშაოს და იმოქმედოს იმ არეალში, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, მათ შორის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოძრაობის შექმნის კუთხით. ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით, ეს უფრო, ალბათ, პოლიტიკური პარტიისკენ გადადგმული ნაბიჯია“,- აღნიშნა კილაძემ. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობას აფუძნებს.
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)