13:44 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 10:28:57, 1515 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე: ახალი რეგულაციების მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება

ცნობიერების ამაღლება სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ადგილობრივ ბაზარზე „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის განხილვა იყო სემინარის მთავარი თემა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

აღნიშნული რეგლამენტი ძალაში 2019 წლის ბოლოდან უნდა შევიდეს. სემინარზე აღინიშნა, რომ ბავშვები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ, უსაფრთხო იყოს. ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება და ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა. რეგლამენტი მომზადდა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შესაბამისი ევროდირექტივის თანახმად და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული რეგლამენტის შემოღება საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აქვს ნაკისრი. „ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა. ჩვენ დიდი ხანია გვესმის, რომ საქართველოს ბაზარზე შემოდის სხვადასხვა ტიპის სათამაშოები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს პოტენციურ საფრთხეს ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის - ბავშვებისთვის. შესაბამისად, ეს რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ  ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი იყოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი და ჩვენს პატარებს შეეძლოთ ითამაშონ მხოლოდ მაღალი სტანდარტის და უსაფრთხო სათამაშოებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.    

სემინარს დაესწრნენ სათამაშოების მწარმოებლები, იმპორტიორები და რეალიზატორები, მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. მათთვის პრესენტაციები მოამზადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ევროკავშირის პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე ზედამხედველობის ექსპერტები გაერთიანებული სამეფოდან.

 სემინარი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განსავითარებლად“ ფარგლებში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics