02:56 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 13:53:36, 1678 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში 42 სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცა

აჭარის დასაქმების სააგენტოს „სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 42 სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცა.

სააგენტოს ცნობით, კურსდამთავრებულთაგან 57 % უკვე დასაქმებულია.

 დასაქმების ხელშეწყობისა და სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით, დასაქმების სააგენტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს 2018 წლიდან “სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ახალ პროფესიულ უნარებს სწავლასთან თავსებადი გრაფიკით დაეუფლნენ.

პროექტი განხორცილდა სპეციალურად სტუდენტებისთვის შემუშავებული მოკლევადიანი სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავდა: თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით; უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლებას პროფესიისათვის საჭირო ტერმინოლოგიითა და სტაჟირებას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებმა თვითპრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, დამატებით გაიარეს მოკლევადიან სპეციალიზირებულ ტრენინგ კურსი შემდეგი მიმართულებით - რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენა და გასაუბრებაზე მოქცევის წესები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics