|
2019-07-04 17:21:34, 1228 ნახვა
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტროში სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„ნებაყოფლობითი შეთანხმებები სამრეწველო სექტორთან - ევროკავშირის გამოცდილება ენერგოეფექტურობაში", - ასეთი დასახელების სამუშაო შეხვედრა გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელსაც სამრეწველო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა ჩატარდა გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მხარდაჭერით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში შენობების, ტრანსპორტის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სფეროში ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, ხოლო ენერგოეფექტურობა ენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაციისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ევროკავშირის გამოცდილება ენერგოეფექტურობაში, საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, ქართული კომპანიების გამოწვევები, პრიორიტეტები და მოლოდინები ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით და სხვ. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის" პირველი პროექტი მოიცავს ნებაყოფლობით შეთანხმებებს, როგორც ერთ-ერთ ღონისძიებას/ქმედებას, რაც მრეწველობის სექტორმა უნდა განახორციელოს. ნებაყოფლობით შეთანხმებებს აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ.
(NS)
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)