11:28 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 14:55:56, 1314 ნახვა

პოლიტიკა
ქანთარია: „დაგუგლეთ“ მიტინგების დაშლა ევროპაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი

 „დაგუგლეთ“ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი და როგორ ათრევენ მათ“, - ამის შესახებ საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, აქციის დაშლა ბალეტი არადროს არის.

ამასთან, მისივე განცხადებით,  შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა ფარსი და უკუღმართობის მცდელობაა.

ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, რომ ნუ გახდებიან თავიანთი ჩაციების მძევლები იმიტომ, რომ, მართლაც, ეპოქალური გადაწყვეტილება მივიღეთ, ვგულისხმობ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას. წესით, თუ ვინმე არ აქეზებთ მათ, ცოტა გონივრული იქნებოდა ამით დაკმაყოფილება. რაც შეეხება, ბრძანების გაცემას, ლოგიკას თუ გავყვებით, შინაგან საქმეთა მინისტრი არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, რომ მისი ბრძანებით იყო დაწყებული ის, რომ წინ არც ერთი ნაბიჯი არ გადაედგა არავის. მინისტრი ბრძანებას ვერ გასცემდა მარჯვნივ ესროლათ, მარცხნივ, ზემოთ თუ პირისპირ. გახარია ბავშობიდან პოლიციელი ხომ არ არის.  ალოგიკურია, რომ მინისტრს გაეცა ბრძანება „ამას აქ ესროლეთ“, „იმას – იქ“, ვის – ზევით და ვის – ფეხებში. ზემოთ ესროლეთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ამას  მინისტრი ვერ იტყოდა. ვერც იმას იტყოდა, „ამას“ არ დაუმიზნოთ და „იმას“ დაუმიზნეთო. მთავარია, შევინარჩუნეთ სტაბილურობა, რასაც ვერ დავთმობთ. „დაგუგლეთ“ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი და როგორ ათრევენ მათ. ბალეტი მიტინგის დაშლა არასდროს არ არის. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გახარიამ მოახერხა და დაიცვა საკანონმდებლო ორგანო შეჭრისგან და ძალიან დიდი ქაოსისგან“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics