|
2019-07-04 13:57:10, 1480 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: მაგისტრ მოსამრთლესთან ვაპირებ მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ხელისუფლებას ამხელს
„2-3 დღის განმავლობააში მივლინებით გერმანიაში მივდივარ და ამიტომ ჩემი დაკითხვა ორშაბათიდან ნებისმიერ დღეს მოხდება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, ის მაგისტრ მოსამართლეს მიაწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რაც 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მოხდა. „განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვიგებთ, რომ დაშლა საერთოდ არ ყოფილა და 20 ივნისის ღამეს მოგერიება იყო, თურმე სპეცრაზმელები მოქმედებდნენ თვითდინებით და საკუთარი გადაწვეტილებით და არანაირი ბრძანება მათ არ ჰქონიათ. სახელეზე გვაქვს გამოძიების ფუნდამენტური გაყალბების მცდელობა და რეალობის დამახინჯება და ამ ფონზე მე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სამართლებრივად გამაგრდეს სიმართლე და ამიტომ პროაქტიულად მივიჩნევ, რომ ძალიან კარგია მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება ჩვენი დაკითხვა. მე ვაპირებ მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ამხელს ხელისუფლებას და რომელმაც პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რასაც ვხედავთ ჩვენ ხელისუფლების მხრიდან. ამასთანავე, ჩემს ადვოკატს ჰქონდა კომუნიკაცია საგამოიებო ორგანოებთან. მე მათ ვუთხარი, რომ 2-3 დღის განმავლობააში მივლინებით გერმანიაში მივდივარ და ამიტომ ჩემი დაკითხვა ორშაბათიდან ნებისმიერ დღეს მოხდება. დღევანდელ დღეს კი ფიზიკურადაც და სამართლებრივადაც არ ესწრება“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)