|
2019-07-03 16:30:41, 1435 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ჯაში - მზად ვარ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის, თანამდებობის დატოვებისთვის
მზად ვარ ნებისმიერი გადწყვეტილებისთვის, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა. მისი განცხადებით, გუნდში ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მზადაა მათ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. „უმრავლესობის შეხვედრამდეც, მე ვიყავი აბსოლუტურად მზად, რომ გამეზიარებინა ჩემი კოლეგების პოზიცია თუკი ისინი ჩავიდნენ პრინციპულად, რომ ჩემი განსხვავებული პოზიცია შეიძლება ყოფილიყო პრობლემური, მე მზად ვიყავი ნებისმიერ გადაწყვეტილებისთვის. მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისთვის. შეხვედრის შემდგომ, მე მოგახსენეთ შეხვედრის შედეგები, მას შემდეგ მსგავსი კომუნიკაცია არ მომხდარა და ბუნებრივია, შემდგომ შეხვედრებზე თუკი წამოიწევს ეს საკითხი, მზად ვარ განხილვისთვის. მე ისევ ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო სწორი და თუკი ეს შექმნის პრობლემას, მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ დამატებითი რაიმე უხერხულობა შევუქმნა კოლეგებს“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონიმიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულიამ და განათლების კომიტეტების თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ“ ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს.
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)