14:11 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-29 16:59:09, 2494 ნახვა

კომენტარი
საქართველოს პრეზიდენტის ბიძაშვილი: რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი, ფრანგული აკადემიის მუდმივი მდივანი ელენ კარენ დ'ანკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთი არავის მტერი არ არის. 

ამის შესახებ დ'ანკონმა რუსულ ტელეარხ "რასიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"თქვენ იცით, რომ ყველა ოჯახში არიან განსხვავებული ადამიანები და არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მიაჩნიათ, რომ ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თქვენ ერთი, სხვას კი, სხვა. საკმარისად კარგად მიცნობენ რუსეთშიც და საფრანგეთშიც. მიმაჩნია, რომ რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი. ხშირად ვამბობ, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ რაც ჩემი ბიძაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, გადავწყვიტე, რომ არასდროს არსად ვილაპარაკებ არც საქართველოს და არც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე“, - განაცხადა ელენ კარენ დ'ანკონმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics