09:51 - 31 Jul, 2026
|
2019-06-29 10:09:46, 1638 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ - ჩვენი პარტიის წევრს შეკვეთილში თავს დაესხნენ და ჭრილობა მიაყენეს
ბათუმის საკრებულოს წევრის მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, გიორგი დიასამიძეს თავს დაესხნენ. ქამადაძის თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ისინი ბათუმიდან შეკვეთილში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიემართებოდნენ, სადაც საპროტესტო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა. როგორც ქამადაძემ აღნიშნა, მათთან უცნობი პირი მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ კი დიასამიძეს თავს დაესხა. მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის თქმით, ინციდენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის ორგანიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)