|
2019-06-28 15:44:51, 2062 ნახვა
ეკონომიკა
ალავიძე: მდგრადი ინკლუზიური განვითარების მისაღწევად სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხელშეწყობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება
„ქართულ საზოგადოებას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენ ვართ დიდი, დასავლური ევროპული ოჯახის წევრები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტიური დანერგვა გვეხმარება, სწორი ინტეგრაცია მოვახდინოთ ამ სივრცეში. ამისთვის ჩვენ, სახელმწიფომ, ავიღეთ მტკიცე და მყარი ვალდებულებები, მათ შორის მნიშვნელოვანი სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებშიც ინერგება თანამედროვე ევროპული ბიზნესპროცედურები, მათ შორის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მექანიზმები" - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ სასტუმრო „რედისონში" გამართულ ფორუმზე გააკეთა, სადაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მხარდასაჭერად საჯარო პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს. ღონისძიება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში გაიმართა. როგორც ფორუმზე ითქვა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი კონცეფციაა საქართველოსთვის და სულ უფრო მეტ ქართულ კომპანიას ესმის თანმიმდევრული CSR სტრატეგიის განხორციელებისა და საერთაშორისო სამოქმედო სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობა. საერთაშორისო კომპანიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორ კომპანიებში ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის პრინციპების არსებობას, რაც გულისხმობს გარემოს მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, ბიზნესის სოციალური მიმართულების განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო ურთიერთობების განვითარებასა და სხვა მიმართულებებს, რაც სტიმულს აძლევს კერძო სექტორს, მეტი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში. „ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ყველა კერძო ინიციატივაში, რომელიც ემსახურება CSR-ის კულტურის დანერგვას და გამყარებას. ეკონომიკის სამინისტროსთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ მნიშვნელოვან პროცესში ვიყოთ ინტეგრირებულები, რადგან საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტის - მდგრადი ინკლუზიური განვითარებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდის მისაღწევად სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება" - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ და ევროკავშირის, კონრად ადენაუერის ფონდისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს ღონისძიების ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ფორუმი „საჯარო პოლიტიკა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)