|
2019-06-28 14:35:00, 1582 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" პარლამენტის დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დღეს ყველაზე აქტუალური შს მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენების საკითხია და სხვა თემებზე მსჯელობა არაადექვატურად მიაჩნიათ. "როდესაც საზოგადოება ითხოვს მინისტრ გახარიას გადადგომას, ერთადერთი საკითხი, რაც უნდა განიხილოს პარლამენტმა, არის ოპოზიციის მიერ გახარიას გადადგომის თაობაზე დაყენებული რეზოლუციაა. რაღაც რუტინულ პროცედურულ განხილვებში ან თუნდაც რაიმე საკანონმდებლო განხილვებში მონაწილეობას, რომელსაც არსებითი განხილვა ჩვენს მოსახლეობაზე არ აქვს, ამ ეტაპზე დისკრედიტირებული პარლამენტის პირობებში არის შეუძლებელი. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვმონაწილეობთ დღევანდელ სხდომაში და ვაცხადებთ ბოიკოტს. ვუერთდებით ჩვენი საზოგადოების და ახალგაზრდების სულისკვეთებას, რომლებიც რამდენიმე დღეა დგანან აქციაზე და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)