09:55 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 19:54:43, 1511 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს პოლიცია იძულებული გახდა ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა

 „ეს იყო ლეგიტიმური ძალა“, - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს ძალოვნების მხრიდან გამოყენებული რეზინის ტყვიები.

პრემიერის განმარტებით, პოლიცია აგრესიის საწინააღმდეგოდ იძულებული გახდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი.

„ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩვენებს რეალურ სიტუაციას დ რეალურ განწყობას, რომ არავინ არ გეგმავდა ძალის გამოყენებას, მაგრამ მოვლენები იცვლებოდა ელვისებური სისწრაფით, იერიში და შეტევა იქნა მიტანილი პოლიციაზე. იმ მომენტში კი, როდესაც დადგა კრიტიკული მომენტი და პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას, პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა ერთადერთი, რაც მას ჰქონდა. ეს იყო ლეგიტიმური ძალა. რამდენიმე იერიში, რამდენიმე ფაზა იყო იერიშის, რომელიც განხორიცელდა ამ აგრსიული ძალის მხრიდან ჩვენ პოლიციელებზე. ეს ვიდეო კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics